07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
დონეცკში სეპარატისტების ბატალიონის მეთაური, მიხეილ ტოლსტიხი ააფეთქეს

დონეცკში სეპარატისტების ბატალიონის მეთაური მოკლეს. მიხეილ ტოლსტიხი, მეტსახელად - გივი საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. გავრცელებული ცნობით, შტაბის შენობაზე, სადაც მეთაური იმყოფებოდა, ნაღმმტყორცნით მიიტანეს იერიში, ჭურვი კი ზუსტად მის კაბინეტში აფეთქდა.

მომხდარს სეპარატისტებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მეთაურის მკვლელობაში უკრაინის უშიშროების სამსახური დაადანაშაულეს.

კიევში კი ტოლსტიხის ლიკვიდაციის ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, სეპარატისტების მეთაურის მკვლელობის დადასტურების შემთხვევაში, ასევე დამტკიცდება, რომ მათ რიგებში რუსეთის სპეცსამსახური წმენდას ატარებს.

დღის ამბები