07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი ხე-ტყის მითვისების ბრალდებით გაასამართლეს

კიროვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი ე.წ. კიროვლესის საქმეზე დამნაშავედ ცნო. რუს ოპოზიციონერს, რომელიც პუტინის რეჟიმის კრიტიკით გამოირჩევა და 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, სახელმწიფო საწარმო კიროვლესის კუთვნილი ხე-ტყის უკანონო მითვისების ბრალდებით გაასამართლეს.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული მან 2009 წელს ჩაიდინა, როდესაც ოლქის გუბერნატორის მრჩევლად მუშაობდა. საქმეში ბრალდებულად ბიზნესმენი პეტრე ოფიცეროვიც ფიგურირებს. სასამართლომ ისიც დამნაშავედ ცნო.

გამამტყუნებელი განაჩენი ნავალნის და ოფიცეროვის წინააღმდეგ კიროვის სასამართლომ ამ საქმეზე უკვე მეორედ გამოიტანა. პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა საქმე ხელახლა განიხილა. პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მოთხოვა. სასჯელის ზომას სასამართლო მოგვიანებით გამოაცხადებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები