07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ბელარუსმა აზერბაიჯანში ძებნილი რუსი ბლოგერი ბაქოს გადასცა

ბელარუსმა აზერბაიჯანში ძებნილი რუსი ბლოგერი ბაქოს გადასცა. საუბარია ალექსანდრ ლაფშინზე, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ალიევის ხელისუფლების კრიტიკისა და აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იძებნებოდა.

მთიან ყარაბაღში მოგზაურობის გამო პერსონა ნონ-გრატად იყო გამოცხადებული, თუმცა ამის მიუხედავად, ის უკრაინული პასპორტით საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ისევ ჩავიდა.

უკრაინული პასპორტის გარდა, 40 წლის ალექსანდრ ლაპშინს ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ის ბაქოს მოთხოვნით 15 დეკემბერს მინსკში დააკავეს.

გენერალურმა პროკურატურამ მისი ბაქოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ბლოგერმა გადაწყვეტილება ბელარუსის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მის ექსტრადირებას მესამე ქვეყანაში ისრაელი და რუსეთიც აპროტესტებდნენ. თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება მოახდინა. 

დღის ამბები