07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ბრიტანეთის თემთა პალატამ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას საბოლოოდ დაუჭირა მხარი. თემთა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო აქტი, რომელიც ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 122 წევრი იყო. დოკუმენტი ზედა პალატამაც უნდა განიხილოს და სავარაუდოდ, მას ევროკავშირის მარტში დაგეგმილ სამიტამდე მიიღებს. ამის შემდეგ კი, ტერეზა მეის ბრექსიტის პროცედურის დასაწყებად სრული უფლებამოსილება ექნება.  

დღის ამბები