07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
სირიაში აშშ-ის ავიაიერიშებს "ალ ქაიდას" 11 მებრძოლი ემსხვერპლა

შეერთებული შტატების ავიაიერიშებს სირიის იდლიბის პროვინციაში ალ ქაიდას 11 მებრძოლი ემსხვერპლა. პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ ამ თვეში ორი შეტევა განხორციელდა.

დაღუპულთა შორისაა ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მოკავშირე, აბუ ჰანი ალ მასრი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ ქაიდას ამჟამინდელ ლიდერ აიმან ალ ზავაჰირისთანაც.

პარალელურად, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქ რაქას რამდენიმე კვირაში ალყაში მოაქცევენ, რაც საერთაშორისო კოალიციას ქალაქის ასაღებად შეტევის დაწყების საშუალებას მისცემს.

დღის ამბები