07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
დღეს საღამოს გერმანიის დედაქალაქში Berlinale 2017 გაიხსნება

დღეს საღამოს გერმანიის დედაქალაქში Berlinale  2017 გაიხსნება. კინოთეატრის წინ, სადაც მთავარი ჩვენებები გაიმართება, უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ბარიერები აღმართეს. რიგით 67-ე კინოფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით, ხელჩანთებს შესასვლელებში წელსაც შეამოწმებენ. დიდი ზომის ჩანთის მფლობელებს კი შენობაში საერთოდ არ შეუშვებენ.

ბერლინალე ლეგენდარული ჯაზ გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებით გაიხსნება. სურათი საკონკურსო ფილმების სიაშიცაა შესული.

მთავარი ჯილდოების, ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკების მოსაპოვებლად სულ 18 ნამუშევარი იბრძვის. გამარჯვებულს ჟიური, ჰოლანდიელ რეჟისორ პოლ ვერჰოვენის თავმჯდომარეობით, 19 თებერვალს გამოავლენს.  

დღის ამბები