07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ აპირებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. განმარტებები ამ საკითხზე თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა. შონ სპაისერის თქმით, ვიდრე რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს, მოსკოვს სანქციებს არ მოუხსნიან.

პარალელურად, სენატში განსახილველად ახალი კანონპროექტი შევიდა. დოკუმენტი ლინდსი გრემისა და ბენ კარდინის ხელმძღვანელობით, 6 კაციანმა ჯგუფმა მოამზადა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი კონგრესის თანხმობის გარეშე, მოსკოვს სანქციებს ვეღარ გაუუქმებს.

"ამერიკის შეერთებული შტატებისა და პუტინის რუსეთის შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. პრეზიდენტი რის გაკეთებასაც ცდილობს, არ ჰგავს იმას, რაც ჩვენმა წინა ორმა პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთთან მიმართებით. მაგრამ ვფიქრობ, მაინც არ გამოვა. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ის დაგვიანებულიც კი იყო და პრეზიდენტ ობამას ერთი წლის წინ უნდა დაეწესებინა," - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა. 

დღის ამბები