07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ყინვა აშშ-ში - უამინდობის გამო ავიამიმოსვლაც შეჩერებულია

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ნიუ იორკში ყინვისა და დიდთოვლობის გამო, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. უამინდობის გამო ავიარეისები არ სრულდება.

რეგიონის მიმართულებით 2 ათასზე მეტი შიდა რეისი გაუქმდა. ანალოგიური ვითარებაა ფილადელფიასა და ბოსტონში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაეცა. ქარის სიჩქარე კი საათში 80 კილომეტრია. მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

დღის ამბები