07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
„ბოლო 9 წლის განმავლობაში კრემლმა ჩაიდინა აგრესიის რამდენიმე აქტი" - ფილიპ ბრიდლავი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, კრემლის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში მოიხსენია გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა სენატში გამოსვლისას. მან რუსეთის მიერ მსოფლიოში შექმნილ საფრთხეებსა და მათი გამკლავების გზებზე ისაუბრა.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში კრემლმა ჩაიდინა აგრესიის რამდენიმე აქტი. 2008 წელს საქართველოში, ყირიმში კი 2014 წელს და მას მერე გრძელდება არეულობა უკრაინის აღმოსაველთში. მათი ქმედებები და განცხადებები მიანიშნებს იმაზე რომ, თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სამომავლოდ ახალი სამიზნეები ეყოლება. ესენი კი შეიძლება ნატოს მოკავშირეები - ესტონეთი და ლატვია აღმოჩნდეს," - განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.

სენატორმა ბენ კარდინმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს საქართველოსთვის რთული გახადოს ნატოსთან პარტნიორობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქმედებებს საქართველოში, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყნისთვის უფრო რთული გახადოს ნატოს პარტნიორობა. ეს გრძელდება ისევ და ისევ. მინდა გკითხოთ ერთი დილემის შესახებ, რომლის წინაშეც ვდგავართ - საერთაშორისო საზოგადოებამ არ აჩვენა საკმარისი მცდელობა პრობლემის გადაჭრისთვის უკრაინის შემთხვევაში. რა უნდა მოიმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა ისეთი, რომ აღარ დარჩეს რუსეთს ევროპაში აგრესიული ქმდებების შესაძლებლობა," - აღნიშნა ბენ კარდინიმ.

განსაკუთრებით კრიტიკული იყო რუსლი აგრესიული ქმედებების მიმართ სენატორი ბობ მენენდესი, რომელმაც კრემლის ქმედებებს შოკის მომგვრელი უწოდა.

"ჩვენ საკმაოდ რბილი რეაქცია გაქვს ზოგიერთ ისეთ სტრატეგიულ გამოწვევაზე, რაც რუსეთთან დაკავშირებით გვაქვს. რუსეთში კლავენ ოპოზიციის წევრებს, წამლავენ მათ, ის იპყრობს მეზობელ ქვეყანას, არღვევს საერთაშორისო ნორმას, მიდის და ბომბავს ალეპოს მოქალაქეებს და ამის შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის რაიმე ეკვივალენტობაზე გაქვთ საუბარი? ის, რასაც რუსეთი აკეთებს, შოკის მომგვრელია," - აცხადებს მენენდესი. 

დღის ამბები