07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან

ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან. ინფრომაცია ამალ კლუნის ფეხმძიმობის შესახებ მედიამ წყვილის მეგობარზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვიანებით კი ეს ფაქტი ერთ-ერთ გადაცემაში მეტ დეიმონმა დაადასტურა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მომავალი მშობლები ცდილობდნენ ინფორმაცია არ გაეხმოვანებინათ, მაგრამ წყვილმა ფეხმძიმობის ამბავი პირადად მას დაუდასტურა.

"ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ცრემლები მომადგა"- აღნიშნა მეტ დეიმონმა და წამყვანს ხუმრობით საიდუმლოს შენახვა სთხოვა.

ჯორჯ კლუნის ოჯახის წარმომადგენელი კომენტარს პუბლიკაციაზე არ აკეთებს. მედიის ცნობით, წყვილი ტყუპებს ივნისში ელოდება.

დღის ამბები