07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ბერლინში 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

ბერლინი 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. გახსნის ცერემონია ბერლინალე პალასში გაიმართა და მას მსოფლიო ვარსკვლავები დაესწრნენ. ფესტივალი ბერლინალეს დირექტორმა და ჟიურის წევრებმა გახსნეს. მ

სოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინო მოვლენა ჯანგოს ჩვენებით გაიხსნა. ფრანგი რეჟისორის ეტიენ კომარის სადებიუტო ნამუშევარი მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ საფრანგეთს და ცნობილი გიტარისტის ისტორიას აღწერს.

ფილმი საკონკურსო ნამუშევრების სიაშია შესული და ოქროს დათვის ერთ-ერთ პრეტენდეტად განიხილება.

წლევანდელი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამა 18 კინო ნამუშევარს მოიცავს. საუკეთესოებს ჟიური 19 თებერვალს გამოავლენს.

დღის ამბები