07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავარიაში მოჰყვა

 პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ავარიაში მოჰყვა. ინცინდენტი ოსვენციმში მოხდა. სამთავრობო ლიმუზინს, რომელშიც ბეატა შიდლო იმყოფებოდა, მოსახვევში ფიატის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად პრემიერ-მინისტრი მსუბუქად დაშავდა. ის ჯერ ადგილობრივ კლინიკაში, მოგვიანებთ კი ვარშავას ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით კლინიკაში პრემიერის დაცვის ორი წევრიც გადაიყვანეს, ფიატის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი ნფრომაციას არ ვრცელდება.

სამართალდამცველების განცხადებით, მომხდარი არ უკავშირდება განზრახ ჩადენილ დანაშაულს და საქმეს უბედურ შემთხვევად განიხილავენ.

დღის ამბები