07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
აშშ-ის სპეცსამსახურები ე.წ. "ტრამპის დოსიეს" იძიებენ

შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ე.წ. "ტრამპის დოსიეს" იძიებენ. CNN-ის ინფრომაციით, დაზვერვამ მოიპოვა ნაწილობრივი მტკიცებულებები იმ კომპრომატების შესახებ, რომელსაც ბრიტანელი მზვერავის ცნობით, მოსკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ ფლობს.

CNN-ის ცნობით, მოძიებული ინფორმაცია არ ეხება ანგარიშში მოყვანილ უხამს ბრალდებებს ტრამპის წინააღმდეგ. აქ საუბარია რუსი მაღალჩინოსნების მოლაპარაკებებზე, რომლებიც ადასტურებენ დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნულ შეხვედრებს.

საუბრების შინაარსი არ ხმაურდება, თუმცა დასტურდება ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეები აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონს დააზარალებდა და დონალდ ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო.

 

დღის ამბები