07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ტრამპი ახალ საემიგრაციო აკრძალვაზე მუშაობს

დონალდ ტრამპი ახალ საემიგრაციო აკრძალვაზე მუშაობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებან საუბარში აღნიშნა, რომ განკარგულების შესწორებული, ახალი ვერსიის გამოცემას განიხილავს, რომელიც შესაძლოა, მომდევნო დღეებში გამოქვეყნდეს.

განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უარი განაცხადა იმ განკარგულების ამოქმედებაზე, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს.

ჯერ კიდევ გუშინ დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას მისი ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა, რა გადაწვეტლებას მიიღებს საბოლოოდ, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები