07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
პუტინს ტრამპთან შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქში სურს

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრის სავარაუდო ადგილად სლოვენიის დედაქალაქს განიხილავს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სლოვენიელი კოლეგისგან შეთავაზების მიღების შემდეგ გააკეთა.

პუტინის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების პირველი მოლაპარაკებისთვის ლუბლიანა კარგი ადგილი იქნება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოსკოვზე არ იქნება დამოკიდებული.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ვაშინგტონთან ჯერ არც შეხვედრის თარიღია შეთანხმებული. 2001 წელს ვლადიმერ პუტინსა და ჯორჯ ბუშს შორის პირველი შეხვედრაც სლოვენიაში გაიმართა.  

დღის ამბები