07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებზე - დაღუპულია 4 ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა

ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 6,7 მაგნიტუდის ბიძგები კუნძულ მინდაოზე დაფიქსირდა. ძლიერ რყევებს დასახლებებში ნგრევა მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე ზღვის ფსკერზე მდებარეობდა, თუმცა ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

სპეციალისტების ინფორმაციით, რეგიონში 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოხდა. 

დღის ამბები