07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
უკრაინის საჰაერო ძალებს ახალი ტიპის სარაკეტო შეიარაღება გადაეცემა

უკრაინის საჰაერო ძალებს ახალი ტიპის სარაკეტო შეიარაღება გადაეცემა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი  facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, 57 მილიმეტრის კალიბრის რაკეტები სამხედრო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვისაა დაპროექტებული და ხმელეთზე არსებული სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი.

პოროშენკოს განცხადებით, ახალი სისტემა უკვე გამოსცადეს სამხედროებმა პოლიგონზე და ვერტმფრენიდან ნახევარ წამში 20 რაკეტა გაისროლეს.

დღის ამბები