07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ამერიკელი სენატორები მაიკლ ფლინის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, მაიკლ ფლინის, საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. გამოძიების დაწყების ინიციატივით დემოკრატი სენატორები, ედ მერკი და კრის მერფი, გამოვიდნენ.

საუბარია ტრამპის მრჩევლის რუსეთის ელჩთან მოლაპარაკებაზე, რომლის დროსაც, გავრცელებული ცნობით, მაიკლ ფლინმა სერგეი კისლიაკთან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების საკითხი განიხილა. კომუნიკაცია მათ შორის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა და კანონის თანახმად, ფლინს, როგორც კერძო პირს, ამის უფლება არ ჰქონდა.

ბარაკ ობამამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დეკემბერში დაუწესა.

დღის ამბები