07 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
მოსკოვმა ედვარდ სნოუდენი შესაძლოა, შეერთებულ შტატებს გადასცეს

მოსკოვმა ედვარდ სნოუდენი შესაძლოა, შეერთებულ შტატებს გადასცეს. ამის შესახებ ინფრომაციას ტელეკომპანიის ენ-ბი-სი დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ექსტრადირებას რუსეთი დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად განიხილავს.

თავად ყოფილი მზვერავი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის სამშობლოში სასჯელის უმაღლესი ზომა ემუქრება, ამ პუბლიკაციას ტვიტერით გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ ეს ფაქტი უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ არასდროს ყოფილა რუსული სპეცსამსახურების აგენტი. 

დღის ამბები