07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
რაფ საიმონსმა საზოგადოებას კელვინ კლაინისთვის შექმნილი პირველი კოლექცია წარუდგინა

რაფ საიმონსმა საზოგადოებას კელვინ კლაინისთვის შექმნილი პირველი კოლექცია წარუდგინა. დეფილე ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

რაფ საიმონსმა, რომელიც საზოგადოებისთვის კრისტიან დიორის მოდის სახლის მთავარი დიზაინერის სახელით იყო ცნობილი, კელვინ კლაინის მთავარ შემოქმედად 2016 წლის აგვისტოში დაიწყო მუშაობა.

მან მოდის მოყვარულებს რეტროს სტილი და საკმაოდ თამამი სამოსი შესთავაზა. კოლექციის ჩვენებას მოდის ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსები და ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

დღის ამბები