07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სანაპიროზე ასობით ვეშაპი გამოირიყა

ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სანაპიროზე ბოლო ორი დღის განმავლობაში 400-მდე ვეშაპი გამოირიყა. უმეტესობა მათგანი ღამის განმავლობაში დაიღუპა, თუმცა მაშველებმა და ადგილობრივებმა 120-მდე ცხოველის წყალში დაბრუნება შეძლეს.

ვეშაპების გადასარჩენად ასობით მოხალისემ სანაპიროზე ცოცხალი ჯაჭვიც შეკრა. ახალი ზელანდიის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამორიყვაა, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ვეშაპები ზვიგენმა შეაშინა, რადგან ერთ-ერთ მათგანს ნაკბენი ჰქონდა. 

დღის ამბები