07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
თეირანი რუსეთის საჰაერო ძალებისთვის საჰაერო სივრცის გახსნაზე მსჯელობს

თეირანი რუსეთის საჰაერო ძალებისთვის საჰაერო სივრცის გახსნაზე მსჯელობს. ინიციატივას ქვეყნის ხელისუფლება სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში განიხილავს.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსულ მოიერიშეებს სირიაში ტერორისტების პოზიციების გასანადგურებლად საჰაერო სივრცე დასჭირდებათ, ირანი მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას.

მაღალჩინოსნის განცხადებით, ინიციატივის ამოქმედებისთვის ხელისუფლებას დრო სჭირდება, რადგან გეგმა სხვადასხვა სტრუქტურებთანაა შესათანხმებელი.

დღის ამბები