07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ბაღდადში საპროტესტო გამოსვლები მსხვერპლით დასრულდა

ბაღდადის ცენტრში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მომიტინგეები რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ და 2017 წელს დანიშნული ადგილობრივი არჩევნების გადადების ინიციატივას აპროტესტებდნენ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მომიტინგეები ე.წ. მწვანე ზონას მიუახლოვდნენ, სადაც სამთავრობო და დიპლომატიური უწყებები მდებარეობს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილის შესახებ. ერთი დაღუპული პოლიციის ოფიცერია.

დღის ამბები