07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
წყალდიდობა კალიფორნიაში - დატბორილია სახლები და მაგისტრალები

გადაუღებელ წვიმებს კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ საკრამენტოს მიმდებარე დასახლებები დააზარალა.

წვიმის შედეგად მდინარეში წყლის დონემ იმდენად მოიმატა, რომ სამი დამბა გაარღვია და საცხოვრებელი სახლები და მაგისტრალები დატბორა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა, თუმცა ოჯახების უმეტესობამ სახლების დატოვებაზე უარი თქვა. მათ გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

დღის ამბები