07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
დამწვარი მანქანები და დარბეული ვიტრინები - საპროტესტო აქცია პარიზში მასშტაბური არეულობით დასრულდა

საპროტესტო აქცია პარიზის გარეუბანში მასშტაბური არეულობით დასრულდა. 2 ათასამდე ადამიანი ქუჩაში პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა. მიზეზი 10 დღის წინ მომხდარი ფაქტი გახდა, როდესაც სამართალდამცველებმა დაკავების დროს 22 წლის ფერადკანიან მამაკაცს სცემეს და გააუპატიურეს. მომიტინგეებმა პოლიციელებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს, დაწვეს მანქანები და დაარბიეს მაღაზიის ვიტრინები. შეტაკების დროს ადგილზე სპეცრაზმიც მივიდა. თავად დაზარალებული, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, საავადმყოფოში საფრანგეთის პრეზიდენტმა მოინახულა. 4 პოლიციელი კი, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, სამსახურიდან დაითხოვეს.

დღის ამბები