07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ 2017 წელს პირველი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წელს პირველი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ავიაბაზიდან, იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტამ 550 კილომეტრი გაიარა. მომხდარს შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ფხენიანის ქმედებას დაუშვებელი უწოდა.

პრესკონფერენციაზე სინძო აბეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპმაც. 2016 წლის განმავლობაში ფხენიანმა 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და ორი ბირთვული გამოცდა ჩაატარა.


დღის ამბები