07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ, ფრანსუა ფიონს კუნძულ რიუნიონზე საპროტესტო აქციით შეხვდნენ

საპროტესტო აქციით დახვდნენ საფრანგეთის კუნძულ რიუნიონზე ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს. ფრანსუა ფიონი კუნძულზე სამდღიანი კამპანიისთვის ჩავიდა და მზის ელექტროსადგური მოინახულა, თუმცა შენობასთან სკანდალში გახვეულ პოლიტიკოსს ათობით ადამიანი დახვდა.

დემონსტრანტები ხმამაღალ შეძახილებს სკანდირებდნენ და უსტვენდნენ. ფრანსუა ფიონს ფიქტიურ თანამდებობაზე მისი მეუღლისთვის ასობით ათასი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ყოველი 10 ამომრჩევლიდან 7 საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მოხსნას მოითხოვს.

დღის ამბები