07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
აქცია იტალიაში - ქალაქ გენუაში მოსახლეობის პროტესტი შეტაკებაში გადაიზარდა

იტალიის ქალაქ გენუაში საპროტესტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. ასობით ადამიანი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრა გააპროტესტა. აქციას გენუის მერიც შეუერთდა.

არეულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიან მომიტინგეებს მცირე ჯგუფი გამოეყო და პოლიციელებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. შეტაკების დროს არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები