07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა სირიაში, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქის იზოლაციის სავარაუდო თარიღი დაასახელა.

მაიკლ ფელონის განცხადებით, რაქის ალყაში მოქცევა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა გაზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულონ, რის შემდეგაც ქალაქის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყება.

რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში წინ მიიწევენ სირიის სამთავრობო ძალებიც. სამხედროებმა დაჯგუფება  ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ალეპოს აღმოსავლეთით უკან დაახევინეს და ქალაქ ელ ბაბის მახლობლად მდებარე რამდენიმე დასახლება აიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები