07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
პირველი მასშტაბური ღონისძიება ნიცაში ტერაქტის შემდეგ

ნიცის ტერაქტის შემდეგ, ქალაქში პირველი, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს. გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე, სანაპირო ქალაქში რიგით 133-ე კარნავალი საზეიმოდ გაიხსნა.

წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი თემა ენერგეტიკაა და სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილი წარმოდგენებით დაიწყო ღონისძიება. ნიცის ქუჩებში მოზეიმეებმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებისა და შეერთებული შტატების ლიდერის გიგანტური ფიგურებიც ჩაატარეს.

ვარაუდობენ, რომ კარნავალს 400 ათასამდე ვიზიტორი ეყოლება. ფესტივალი ნიცაში 25 თებერვლამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები