07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
თესალონიკში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდნილი ბომბი აღმოაჩინეს - ევაკუირებულია 70 000 ადამიანი

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბია, რომელიც საგზაო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

ბომბის გაუვნებელყოფა დღეს იგეგმება, თუმცა მანამდე ქალაქიდან 70 ათასზე მეტი მცხოვრების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს, რაც საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.

ბომბის განეიტრალების ოპერაცია სავარაუდოდ 8 საათიდან 2 დღემდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები