07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
თურქეთის ავიაციამ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მორიგი ავიაიერიშები განახორციელა

თურქეთის ავიაციამ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი ავიაიერიშები განახორციელა. თვითმფრინავებმა სამიზნეები სირიის ქალაქ ელ ბაბში დაბომბეს და ისლამისტების 33 ობიექტი გაანადგურეს.

თურქეთის ავიაციის მხარდაჭერით, ქალაქში შევიდნენ ოპოზიციური დაჯგუფებების მებრძოლებიც. მათ ელ ბაბის დასავლეთ რაიონები აიღეს.

სირიის ოპოზიციის მიზანია, ქალაქზე კონტროლი მანამდე აღადგინოს, ვიდრე იქ სამთავრობო ძალები მიაღწევენ. ელ ბაბი ალეპოს პროვინციის ბოლო დიდი ქალაქია, რომელსაც ჯერ კიდევ ისლამისტები აკონტროლებენ. ის თურქეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

დღის ამბები