07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ლოს-ანჯელესში დღეს გრემის დაჯილდოების რიგით 59-ე ცერემონია გაიმართება

დღეს საღამოს ლოს-ანჯელესში მუსიკალური სამყაროს რჩეულებს დაასახელებენ. ეს გრემის დაჯილდოების რიგით 59-ე ცერემონია იქნება. ფავორიტების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ნომინანტები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ტრადიციულად წვეულებაზე შეიკრიბნენ, რომელსაც მათთვის ყოველწლიურად ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი კლაივ დევისი აწყობს. წვეულებას ესწრებოდნენ დევიდ ფოსტერი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯი ბლაიჯი და მუსიკალური სამყაროს სხვა ცნობილი სახეები.

დღის ამბები