07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ვენეციის კარნავალი - სანახაობას სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ადამიანი დაესწრო

ვენეციის კარნავალის გახსნის ცერემონია ღამით არხში გაიმართა. სანახაობას სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ადამიანი დაესწრო.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კარნავალის წლევანდელი თემა ამაოების ბაზარია. სწორედ უილიამ თეკერეის ამ რომანისა და ეპოქის შესაბამისია კარნავალის მონაწილეების კოსტიუმებიც.

გახსნის ცერემონიას ვიზიტორები ქალაქის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. კარნავალზე მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ათასობით ტურისტს ელოდებიან.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები