07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
უცნობი აირის გაჟონვის გამო ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა - დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი

უცნობი აირის გაჟონვის გამო ჰამბურგში საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა. გაჟონვა, გავრცელებული ცნობით, კონდიცირების სისტემიდან მოხდა. შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ ძირითადად თვალების წვა, ხველა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ.

მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში ყველა ტერმინალი დაიკეტა და გამოცხადდა ევაკუაცია. რამდენიმე საათით შეჩერებული იყო რეისების შესრულებაც.

დღის ამბები