07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
რუმინეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

რუმინეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. 50 ათასამდე ადამიანმა წუხელ ბუქარესტში, მთავრობის სახლის შენობასთან ფერადი აქცია მოაწყო.

დემონსტრანტებმა წითელი, ყვითელი და ლურჯი ქაღალდები გაშალეს და რუმინეთის სახელმწიფო დროშა გამოსახეს. დედაქალაქის პარალელურად, ანალოგიური აქციები ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა.

საპროტესტო ტალღა რუმინეთში ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მთავრობამ კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციის განკარგულება გამოსცა. აქციების გამო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გააუქმა, პოსტი დატოვა იუსტიციის მინისტრმაც, თუმცა ხალხი კვლავ ქუჩაში რჩება და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.


დღის ამბები