07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ახალი ტიპის რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა. ფხენიანში აცხადებენ, რომ მათ ახალი ტიპის რაკეტა გაუშვეს და პროცესს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა.

ხელისუფლების მტკიცებით, რაკეტა შესაძლებელია ბირთვული ქობინითაც იყოს აღჭურვილი. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის პირველი გაშვება იყო.

ჩრდილო კორეის გადაწყვეტილება დაგმო ნატომ და ევროკავშირმაც, გაეროს უშიშროების საბჭო კი დღეს საღამოს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. შეხვედრა შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოთხოვნით მოიწვიეს. 

დღის ამბები