07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ლონდონში ბრიტანული კინოაკადემიის რჩეულები გამოავლინეს

ლონდონში ბრიტანული კინოაკადემიის რჩეულები გამოავლინეს. ცერემონიის ფავორიტი მიუზიკლი la la lendi გახდა, რომელმაც ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფილმიც გახდა.

წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს სურათის ავტორი, ამერიკელი დემიენ შაზელი, ქალებს შორის საუკეთესო მსახიობად კი ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ემა სტოუნი დასახელდა. მამაკაცებს შორის ამავე ნომინაციაში კეისი აფლეკმა გაიმარჯვა.

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდოები ერგოთ ვიოლა დევისსა და დევ პატელს.

კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვეს ბრიტანელი რეჟისორი კენ ლოუჩიც. ბაფტას რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ალბერტ ჰოლში გაიმართა და მას კემბრიჯის ჰერცოგი და მისი მეუღლეც დაესწრნენ.

დღის ამბები