07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ლეგენდარული მუსიკოსი ელ ჯერო - 50 წლიანი სასცენო კარიერა და 20-ზე მეტი ალბომი

ელ ჯერო 76 წლის ასაკში ლოს ანჯელესის კლინიკაში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში გასულ კვირას გადაღლილობის გამო მოათავსეს და იძულებული გახდა კონცერტები გაეუქმებინა. 7 გზის გრემის მფლობელს წელს 4 ტურნე ქონდა დაგეგმილი.

მუსიკის ისტორიაში ელ ჯერო ერთადერთი შემსრულებელია, რომელსაც უმაღლესი მუსიკალური ჯილდო სხვადასხვა ჟანრში აქვს მიღებული.

პირველი ალბომი 1975 წელს გამოუშვა და პირველი აღიარებაც დაიმსახურა. ის გერმანული გრემის მფლობელი გახდა. 1977 წელს ელ ჯერომ ჯაზის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მოიპოვა.

ელ ჯერო 2004 წელს თბილისის ჯაზფესტივალის სტუმარი იყო, 10 წლის შემდეგ კი ლეგენდარულ მუსიკოსს ბათუმმა უმასპინძლა.

ელ ჯეროს 50 წლიანი სასცენო კარიერა 20-ზე მეტ ალბომს მოიცავს. ბოლო სტუდიური ჩანაწერი მან 2014 წელს გამოუშვა და თავის კოლეგას ლეგენდარული ჯორჯ დიუკის ხსოვნას მიუძღვნა.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები