07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ლოს ანჯელესში გრემის რიგით 59-ე ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესში პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, გრემის რიგით 59-ე ცერემონია გაიმართა. მთავარი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი მომღერალი ადელი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა, თუმცა განაცხადა, რომ ამ პრიზს მასზე მეტად ბიონსე იმსახურებდა.

ადელს ჯილდო კიდევ 4 ნომინაციაში გადასცეს, მათ შორის წლის საუკეთესო სიმღერისთვის. ორსული ბიონსე წლის საუკეთესო კლიპისთვის და საუკეთესო ურბანული ალბომისთვის დააჯილდოვეს.

წარდგენილ 5-ვე ნომინაციაში გაიმარჯვა გარდაცვლილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ, მათ შორის საუკეთესო ალტერნატიული ალბომისა და საუკეთესო როკ შემსრულებლის კატეგორიებში.

დღის ამბები