07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
გრემი 2017 - მთავარი ჯილდოს მფლობელები და გამარჯვებულები

თანამედროვე მუსიკალური სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავები ლოს ანჟელესში 59-ედ შეიკრიბნენ. გრემის დაჯილდოვების ცერემონია ბრიტანელმა მომღერალმა, არაერთგზის გრემის გამარჯვებულმა ადელმა გახსნა. საღამოს ტრიუმფატორმა 5 ჯილდო, მათ შორის სამი მთავარი გრემი მოიპოვა.

ორსული ვარსკვლავის სცენაზე გამოსვლა შოუს ერთ-ერთ მთავარ სანახაობად პრესის წარმომადგენლებმა მალევე დაასახელეს.

ცერემონიაზე საუკეთესო ახალბედა მომღერლად ამერიკელი Chance the Rapper აღიარეს.

წარდგენილ 5-ვე ნომინაციაში კი გაიმარჯვა გარდაცვლილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ, მათ შორის საუკეთესო ალტერნატიული ალბომისა და საუკეთესო როკ შემსრულებლის კატეგორიებში მოიპოვა.

გრემი მელომანებს და ვარსკვლავებს ერთი წლით დაემშვიდობა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები