07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ფლინი, გადადგა

დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ფლინი, მის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. მის თანამდებობას ქით კელოგი დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლინი ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობამდე, რუსეთის ელჩს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ობამას მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიეღო, თუმცა მას მომავალი პრეზიდენტი გააუქმებდა.

გადამდგარ მაღალჩინოსანს წარსულში თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაც ეკავა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ელჩთან საუბრის დეტალებით გამოძიების ფედერალური ბიუროც დაინტერესდა. 

დღის ამბები