07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
კალიფორნიაში მდებარე აშშ-ის ყველაზე მაღალი კაშხალი დაზიანდა

კალიფორნიაში მდებარე ქვეყნის ყველაზე მაღალი კაშხლის - ოროვილის, დაზიანების გამო 200 ათასი ოჯახია ევაკუირებულია.

კაშხალს წყლის გამშვები სისტემა დაუზიანდა, რის შედეგად წყლის ნაკადი უკონტროლოდ მიედინება.

ხელისუფლება მოსახლეობის შინ უვნებლად დაბრუნების გეგმაზე მუშაობს. ისინი ასევე ცდილობენ შეაფასონ დაზიანების დონე წყლის გამშვებ მონაკვეთზე. თუმცა, ამისთვის ნაკადის შემცირებაა საჭირო.

230 მეტრი სიმაღლის კაშხალი ქალაქ ოროვილის მახლობლად მდებარეობს, სადაც 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

 

დღის ამბები