07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ტაივანში ავტობუსის ავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში ავტობუსის ავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი ბორდიურს შეეჯახა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტობუსში 44 მგზავრი იმყოფებოდა და ის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოს ეკუთვნოდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მძიმე საგზაო ინციდენტია. 

დღის ამბები