07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭო ფხენიანის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გმობს

გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო.

საბჭო საგანგებო სხდომაზე ვაშინგტონისა და ტოკიოს მოწვევით შეიკრიბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 12 თებერვალს ფხენიანმა საშუალო სიშორის ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო ექსპერიმენტით ჩრდილო კორეამ გაეროს 6 რეზოლუცია დაარღვია.

გაეროს უშიშროების საბჭო წევრებს ფხენიანის წინააღმდეგ არსებული სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდებს. 

 

დღის ამბები