07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
აშშ-ის ყველაზე მაღალი კაშხლის გარღვევის საფრთხე თავიდან აცილებულია
ამერიკის ყველაზე მაღალი კაშხლის გარღვევის საფრთხე თავიდან აცილებულია. ოპერატორებმა წყალსაცავიდან წყლის ეტაპობრივი გაშვება დაიწყეს, შედეგად კი დონემ დაიწია.
 
მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ მდებარე დასახლებებს დატბორვა აღარ ემუქრება, ევაკუირებულ მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლებას ჯერ არ აძლევენ. კალიფორნიაში მდებარე ქვეყნის ყველაზე მაღალი კაშხლის - ოროვილის, დაზიანების გამო 200 ათასი ოჯახია ევაკუირებულია.

კაშხალზე პრობლემა წყლის გამშვები სისტემის დაზიანებამ შექმნა.   

230 მეტრი სიმაღლის კაშხალი ქალაქ ოროვილის მახლობლად მდებარეობს, სადაც 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები