07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
თურქეთში ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. ოფიციალური პირების ინფრომაციით, ორდღიანი სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვანებმა ქურთთა მუშათა პარტიასთან  კავშირში ეჭვმიტანილი 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ქურთების მომხრე სახალხო დემოკრატიული პარტიაში აცხადებენ, რომ დაკავებები აპრილში დანიშნულ რეფერენდუმს უკავშირდება, რადგან ხელისუფლებას სურს, რომ პლებისციტი მათი პარტიის გარეშე ჩაატაროს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა კანონს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერნდუმის ჩატარების შესახებ. 17 აპრილს მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, სურს თუ არა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდოს.

დღის ამბები