07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირების შესახებ გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ

ამერიკის კონგრესში რუსეთთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კავშირების შესახებ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

დემოკრატების ინიციატივას რესპუბლიკელი სენატორებიც შეუერთდნენ.

ჯონ მაკკეინის განცხადებით,  მაიკლ ფლინის საქმე მოწმობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების აპარატი საერთოდ არ ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მრჩეველი სკანდალური სატელეფონო საუბრების გახმაურების გამო გადადგა.

მაიკლ ფლინი დეკემბერში სანქციების შესახებ ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის ელჩს, თუმცა შინაარსის დეტალები ვიცე-პრეზიდენტს არ აცნობა.

პარალელურად  New York Times  წერს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურთან კავშირი ახალი ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებსაც ჰქონდათ.

დღის ამბები