07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
"რუსეთი არ აბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს - ყირიმი კი რუსეთის ტერიტორიაა" - მარია ზახაროვა

"რუსეთი არ აბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს - ყირიმი კი რუსეთის ტერიტორიაა" - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებას.

მარია ზახაროვამ მხოლოდ ამ ფრაზით უპასუხა შონ სპაისერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსკოვისგან უკრაინის კონფლიქტის დეესკალაციას და ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას ელოდება.

თეთრი სახლის სპიკერის განცხადებას რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა.

ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის რიტორიკა ყირიმთან დაკავშირებით ცივი შხაპის ტოლფასი იყო და კიდევ ერთელ აჩვენა, რომ მოსკოვის მოლოდინი ახალი პრეზიდენტის პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო.

დღის ამბები