07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ამერიკული კონტინგენტის დახვედრის ცერემონია რუმინეთის ავიაბაზაზე

ამერიკული კონტინგენტის დახვედრის ცერემონია რუმინეთის ავიაბაზაზე. პენტაგონის მიერ 500 კაციანი ქვედანაყოფი და სამხედრო ტექნიკა რუმინეთში გაგზავნა.

სამხედრო კონტიგენტი, ნატო-ს მიერ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული თავდაცვითი პროგრამით გაიგზავნა. 

ყირიმის ანექსიის შემდეგ ალიანსის გადაწყვეტილებით 4 ახალი დივიზია პოლონეთში რუმინეთში ლიტვასა და ლატვიაში განთავსდა.

ბატალიონები შეერთებული შტატების, გერმანიის ბრიტანეთის და კანადის მეთაურობით ჩამოყალიბდა.

ამერიკელი სამხედროები რუმინეთში 9 თვის განმავლობაში დარჩებიან, რის შემდეგაც საერთაშორისო კონტინგენტის როტაცია დაიწყება.

დღის ამბები